მოსკოვში გამარჯვების დღის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.
წითელ მოედანზე სამხედრო კოლონამ ჩაიარა და მოეწყო ავიაშოუც. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აღლუმში მონაწილეობას 14 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს, საავიაციო ნაწილში კი 75 თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩაერთვება.
9 მაისს დაგეგმილი სამხედრო აღლუმი 24 ივნისს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიტანეს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ღონისძიებაზე დასწრებას 12 სახელმწიფოს ლიდერი გეგმავდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ თურქმენეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვში ჩასვლა გადაიფიქრეს.
