მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმისთვის ემზადებიან. ღონისძიების რეპეტიცია წითელ მოედანზე ღამის საათებში პირველად ჩატარდა.
დედაქალაქის ცენტრში მძიმე ტექნიკასთან ერთად, სარაკეტო კომპლექსებიც ჩაატარეს. სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი კორონავირუსის პანდემიის გამო 24 ივნისისთვის გადაიდო.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩეს და აღლუმს თვალი ტელე-ეკრანებზე ადევნოს. აღლუმს 80 ვეტერანი დაესწრება, თუმცა მანამდე ისინი ორ კვირიან კარანტინს გაივლიან. მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოწმობს, რამდენად სერიოზული ზომები ტარდება ვლადიმერ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად.