logo
ENG



მოსკოვში დააკავეს კაცი, რომელმაც ლენინის მავზოლეუმის დაწვა სცადა

18 ივლ 202315:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/18/rkx48e2rqe3tlbw.jpeg

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ლენინის მავზოლეუმს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. შემთხვევა 17 ივლისს მოხდა.

Baza-ს ინფორმაციით, დაკავებული 37 კონსტანტინ სტაჩუკოვია ქალაქ ჩიტადან. მის მიმართ პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის ოქმი შედგა.

მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მავზოლეუმი არ დაზიანებულა - მოლოტოვის კოქტეილი ტროტუარზე დაეცა.

"ლენინის მავზოლეუმს არაადეკვატური მამაკაცი მიუახლოვდა და მის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. აალება არ ყოფილა. სამართალდამცავებმა სამართალდამრღვევი სწრაფად დააკავეს", - განუცხადეს TASS-ს პოლიციაში.


close დახურვა