მოსკოვში ახალ კორონავირუსს სასულიერო პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში 51-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი და 456 შეადგინა.
ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტები გაიზარდა. საფრანგეთსა და იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 430 ადამიანი დაიღუპა ესპანეთში. დიდ ბრიტანეთში კი ინფექციას 828 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი შეზღუდვები ამოქმედდა ნიდერლანდებში. ქვეყანაში სექტემბრამდე მასობრივი ღონისძიებები აიკრძალა.
შეზღუდვები პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა და გამკაცრდა სინგაპურშიც. იაპონიაში, საკრუიზო გემზე, კოვიდ 19 ეკიპიჟის კიდევ 33 წევრს დაუდასტურდა. კორონავირუსით დაინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთში. გარდაცვლილთა ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება თურქეთსა და ირანში.
მსოფლიოში კოვიდ ინფექციით ინფიცირებულთა რაოდენობა ორ-ნახევარ მილიონს აჭარბებს.