logo
ENG



მოსკოვში მედიის თავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

04 სექ 202116:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/04/26o8gaosreyzgzs.png

მოსკოვის ცენტრში, ჩისტოპროდინის ბულვარში, მედიის თავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მთავარი მოთხოვნა უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის გაუქმებაა. 

ის დუმის დეპუტატობის კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრის ფორმით ტარდება. 

აქციაში ოპოზიციური პარტია იაბლოკოს წევრები, ოპოზიციონერი კანდიდატები და ჟურნალისტები მონაწილეობენ. 

მთავარი მოთხოვნა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის გაუქმება.

პარალელურად, ბულვარში ცალ-ცალკე დადიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ "უცხო ქვეყნის აგენტებად" დასახელებული ჟურნალისტების და პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი პლაკატები. 

უცხო ქვეყნების აგენტების მედია სია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ადგენს, 45-მდე გაიზარდა 21 აგვისტოს, როცა ტელეარხი დოჟდი ამ სიაში შეიყვანეს.

45-დან 25 ფიზიკური პირია. 2021 წლის აპრილიდან სიაში შეიყვანეს გამოცემა მედუზა, რითაც თითქმის ყველა სარეკლამო შემოსავალი დაკარგა; პირველი ანტიკორუფციული მედია; VTimes, რომელიც სიაში შეყვანიდან მალევე დაიხურა; The Insider; ასევე, პროექტის, რადიო თავისუფლებისა და ოტკრიტიე მედიას ზოგიერთი ჟურნალისტი.


close დახურვა