![2022/04/11/ev1embdrepwnyx6.jpg](/uploads_script3/articles/2022/04/11/ev1embdrepwnyx6.jpg)
მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა დააკავა.
როგორც რუსული პროსახელისუფლებო მედია რია ნოვოსტი წერს, პოლიტიკოსის ადვოკატმა ჯერ დაკავების დეტალები არ იცის.
"მისი დაკავების შესახებ ახლახან გავიგე, ჯერჯერობით დეტალებს ვერ გეტყვით", - ამბობს ადვოკატი.
რუსი ოპოზიციონერის, ილია იაშინის ინფორმაციით, კარა-მურზა სახლთან დააკავეს.