logo
ENG



მოსკოვში პუტინისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი მანქანაში ააფეთქეს

21 აგვ 202210:42
3 წუთის საკითხავი
 

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო. 

დარია დუგინა დაიღუპა. 

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ალექსანდრ დუგინი, რომელიც აფეთქების შემდეგ ცეცხლწაკიდებულ მანქანას უყურებს. 

მომხდარზე რუსეთის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

დარია დუგინა ჟურნალისტი იყო, რომელიც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. 

ის აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშიც მოხვდა ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

2022 წლის მაისში მან რუსეთის ომი უკრაინაში "ცივილიზაციათა ჯახად" შეაფასა და გამოხატა სიამაყე, რომ როგორც ის, ისე მამამისი დასავლეთის მხრიდან სანქცირებულები არიან.  

თავად ალექსანდრ დუგინი დასავლეთმა სანქციების სიაში 2015 წელს შეიყვანა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობისთვის. 


close დახურვა