logo
ENG



მოსკოვში ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია ჟურნალისტების დაკავებით დასრულდა

04 ივლ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

დაკავებული რუსი ჟურნალისტის, სვეტლანა პროკოპიევის მიმართ პროფესიული სოლიდარობის გამოსახატად  მოსკოვის ცენტრში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავება მოჰყვა. დემონსტრანტების უმეტესობა  მედიის წარმომადგენელი იყო.

დაკავებულ ფსკოველ ჟურნალისტს გამოძიება ტერორიზმის საჯარო გამართლებასა და პროპაგანდაში ადანაშაულებს. პროკურატურამ მისთვის გუშინ 6-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. სამართალდამცველების განცხადებით კი, ჟურნალისტის მხარდასაჭერად გამართული აქცია არასანქცირებული იყო, ამიტომ პიკეტის დროს 20-მდე აქტივისტი დააკავეს. 

 


close დახურვა