10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ძალაში შევა 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორისა სამხედრო ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცლა.
მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, წითელი ჯვარი მოქმედებას შესაძლებლობისთანავე დაიწყებს.