logo
ENG



მოსკოვში ქართველი სპორტსმენი რუს ოფიცერზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

02 თებ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 
jrqch7byrp4ymcl.jpg

ცნობილ ქართველ ქართველ მოკრივეს, გიორგი ყუშიტაშვილს, „როსგვარდიის“ ოფიცრის ცემაში ადანაშაულებენ.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

რუს სამართალდამცველთა მტკიცებით, ყუშიტაშვილი და მისი მეგობარი, ასევე სპორტსმენი ოჰანესიანი ნარკოტიკს ყიდულობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი გააჩერეს და დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს. ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ ოფიცერს ცხვირი გაუტეხა.

ინციდენტზე 3 თებერვალს რუსეთის კრივის ფედერაციაშიც იმსჯელებენ.


close დახურვა