ბრიუსელი თბილისს ტოტალური მოსმენების საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს, პარალელურად, ჟურნალისტები საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგში მიდიან. ქართული ოცნების წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში მეოთხე სარჩელი გაიგზავნა. პირადი ცხოვრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებების შელახვისთვის სტრასბურგში ამჯერად 12 ჟურნალისტი ჩივის, მათ შორის ფორმულას წარმომადგენლები.
მოსმენების სკანდალი — სარჩელები სტრასბურგში
13 ივლ 202220:19
3 წუთის საკითხავი