logo
ENG



მოსწავლეების გატაცების მცდელობა - პანიკა გორის საჯარო სკოლებში

17 ნოე 202220:02
3 წუთის საკითხავი
 

დილიდან პანიკაა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში - დაწყებითი კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი მოტყუებით გატაცება სცადეს. მოზარდების მონაყოლი ემთხვევა სხვადასხვა ქალაქში მომხდარს, რაზეც აქტიურად წერდნენ სოციალურ ქსელებში. სცენარიც იგივეა - ძირითადად სკოლასთან ბავშვებს კაცი ხვდებათ, მშობლების ახლობლად ეცნობა, ტკბილეულის სანაცვლოდ, წაყვანას სთავაზობს.

 


close დახურვა