საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს ნუ ეთამაშებიან ქართულ საზოგადოებას. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროპროციული საარჩევნო სისტემა საზოგადოების მონაპოვარია და ესაა დმეკრატიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
"ფორმულა" ამ გაცხადებას უცვლელად გთავაზოვბთ:
"20 ივნისის ძალადობრივი ღამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების უმნიშვნელოვანესი მიღწევა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული პროგრესული ნაბიჯი იყო.
გუშინდელი საპარლამენტო დებატები აღნიშნულ თემაზე არის ბიძინა ივანიშვილის ტიპური ხელწერა, როდესაც ის იწყებს შიდაპარტიული უთანხმოების გათამაშებას. ეს არის საკანონმდებლო ორგანოში გათამაშებული ფარსი. ყველა განცხადება, რომელიც უმრავლესობის მხრიდან კეთდება და მიუთითებს ოცნების თუ მის მიერ კონტროლირებადი მაჟორიტარების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, არის საზოგადოების დაცინვა და უპასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილი არღვევს შეთანხმებას, არ ასრულებს დაპირებას, აფერხებს სახელმწიფოს განვითარებას და დემოკრატიულ პროცესებს. ეს ყველაფერი ემსახურება ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევას. ეს ქმედება, თუ პარლამენტი კენჭს არ უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს, უკიდურესად გაამწვავებს პროცესებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას’’, ნუ ეთამაშებიან ქართულ საზოგადოებას, ნუ გამოცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას. ჩვენ არ დავუშვებთ პოლიტიკურ ტერორიზმს, რომელიც აღრმავებს კრიზისს და ზრდის ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშიშროებას. ასეთი სვლით ჩვენ მივიღებთ პარლამენტიდან ქუჩაში გადმოტანილ მძაფრ და უმართავ პროცესებს, რაც მთლიანად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება".