logo
ENG



მოქალაქე ამბობს, რომ მის ძმას ტატუს და წვერის გამო 7-მა ადამიანმა სცემა

12 ივლ 202114:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/12/t1qjwxr97a3ff1g.jpg

მოქალაქე ნინო გიორგაძე ამბობს, რომ მის ძმას ტატუს და წვერის გამო 7-მა ადამიანმა სცემა. 

"ჩემს ძმას სცემეს. ძალიან. ტატუს და წვერის გამო. 7-მა ადამიანმა. 13 საათი რომ იმუშავა ვირივით და სახლში რომ მოდიოდა მეტროთი. მე დამიმალეს, ეხლა გავიგე. ეხლა ვის მოვუხადო მადლობა და რას მოვეკიდო გაგებით ხომ ვერ მეტყვით?

არავის არ მივთაგავ, არავის არ ვთხოვ რაიმე გამოძიებას. უდედმამოდ ჩემი გაზდილია, როგორც მაგას სტკივა ისე მტკივა მე.

პროფესორი ვარ და 4 დიპლომით მაგრამ თქვენი უნიათო და დამპალი კარგიც მ***ნ".- წერს ნინო გიორგაძე ფეისბუქზე

მას შემდეგ, რაც 5 ივლისს თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში დაიგეგმა, ხოლო საპატრიარქომ და ძალადობრივმა ჯგუფებმა საპროტესტო კონტრაქცია დაგეგმეს, ძალადობის არაერთი შემთხვევა მოხდა. 

გარდა იმისა, რომ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ 53 ჟურნალისტს, სცემეს რიგით მოქალაქეებსაც, რომელთა გარეგნობაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

მათ შორის, 5 ივლისსვე ფიზიკურად გაუსწორდნენ ქეთი დოლიძის არასრულწლოვან შვილშვილს


close დახურვა