logo
ENG



მოქალაქეები დაუმორჩილებლობის აქციაზე გამოწერილ ჯარიმებს არ გადაიხდიან და გაასაჩივრებენ

10 ნოე 202013:25
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეები 9-10 ნოემბრის ღამით დაუმორჩილებლობის აქციაზე გამოწერილ ჯარიმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და მის გადახდას არ აპირებენ. 

ჯარიმების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრები უკვე დაწერილია. 

ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, მთავრობას არ აქვს უფლებამოსილება, დააწესოს კომენდანტის საათი, თუმცა, ამას მაინც აკეთებს, შესაბამისად, ის კონსტიტუციას არღვევს. 

"ამიტომ, ყველა ის ჯარიმა, რაც მოქალაქეებს დაეკისრათ, არის არაკონსტიტუციური". - ამბობს ცქიტიშვილი.

მისივე შეფასებით:

"ჯანმრთელობის შესახებ კანონის მიზანი არის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ეჭვი უჩნდება საზოგადოებას, რომ მთავრობა, რომელმაც არასკონსტიტუციურად მიინიჭა უფლება, გამოაცხადოს კომენდანტის საათი პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის".

"დაუმორჩილებლობის" აქცია პარლამენტთან მოძრაობა სირცხვილიამ გამართა. მათ კომენდანტის საათი გააპროტესტეს, რომლითაც 22:00 საათიდან იკრძალება როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება. რეგულაციის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარია. 

კომენდანტის საათი ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით დააწესა. თუმცა, წინა ღამეს, 8 ნოემბერს, იმავე ხელისუფლების ბრძანებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სპეცრაზმმა ცივი წყლის ჭავლით დაშალა. 


close დახურვა