logo
ENG



მოქალაქეები თვითიზოლაციასა და კარანტინში - ფორმულა დისტანციურად გაეცნო პირობებს

12 მარ 202020:07
3 წუთის საკითხავი
 

ჩინოვნიკების ნაწილი თუ თვითიზოლაციას გაურბის, ან ამის საჯარო დემონსტრირების ერიდება, საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, ემიგრანტებსა, თუ რისკის ზონაში ტურისტად მყოფებს, სამოქალაქო ვალის მოხდა მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენად მიაჩნიათ. თვითიზოლაცია უკვე სავალდებულო გახდა და მის მონიტორინგს სამართალდამცველებიც ახორციელებენ. 

"ფორმულა" შეეცადა დისტანციურად გაცნობოდა საკარანტინო ზონასა და თვითიზოლაციის პირობებს.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ერთ-ერთია ვისაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწია.ცხოვრების დაძაბული რითმის და დროის დეფიციტის ეპოქაში ბოლო 10 დღეა მისი ცხოვრების წესი საგრძნობლად შეიცვალა. საკუთარი სახლის და ყოველდღიური ყოფის ამსახველი ვიდეოები თეო ხატიაშვილმა თავად გამოგვიგზავნა. ჩანს რომ სახლში სრულიად მარტოა, საჭმელს მისთვის მეგობრები სადარბაზოში ტოვებენ და თავს წიგნებით, ფილმებითა და მუსიკით ირთობს.

კარანტინში ცხოვრობს 38 წლის ქუთაისელი მარტოხელა დედა ლელა დოლაბერიძეც .ის მილანთან ახლოს მდებარე ქალაქ სანჯორჯოში სამი თვით სამუშაოდ წავიდა. მისი ფრენა გადაიდო და ერთ-ერთია, ვინც საქართველოში იტალიიდან სპეც რეისით გუშინ წინ დაბრუნდა. სახლის ნაცვლად ლელა დოლაბერიძე წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში კარანტინში აღმოჩნდა და რადგან ზედამხედველები მას ეზოში ჩასვლის ნებასაც არ აძლევენ; საკუთარი მობილურით ოთახიდან და აივნიდან გადაღებული კადრები გამოგვიგზავნა. მისი თქმით, საკმაოდ ნორმალურ პირობებშია.​

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიად გამოცხადების და ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებული 25 დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო დაწესებულება მუზეუმები, გალერეები და თეატრები დაიხურა. საზოგადოების დიდი ნაწილი მჭიდრო კავშირებისგან თავს იკავებს და თავს ხალხმრავალ ადგილებსაც არიდებს. არიან ადამიანები ვისაც ქვეყნის მაშტაბით სახლსა და საკარანტინო ზონებში უწევთ ცხოვრება. რეპორტაჟის გმირები ყვებიან რომ ცხოვრება კარანტინში ადვილი არაა, თუმცა ყველაზე საშიში ვირუსის დროს სწორედ დაუდევრობა და რეკომენდაციების არ შესრულებაა. 


close დახურვა