logo
ENG



მოქალაქეების ევროპიდან დაბრუნების პროგრამა განახლდება ორშაბათიდან - გახარია

03 ივლ 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარია 6 ივლისიდან ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამის განახლებას აანონსებს.

პრემიერის განცხადებით, ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა ორშაბათიდან განახლდება და ბილეთის ფასი ისევ 200 ევრომდე იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან და რა ვადებში იქნება ფრენები განახლებული - მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა განახლდება ორშაბათიდან, რეისების მიმართულება იქნება ფართო. ორშაბათიდან ჩვენ გვექნება სია, რომელი დედაქალაქიდან რა სიხშირით და რა რიცხვში იქნება დანიშნული. ბილეთში ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ გადასახდელი 200 ევროზე მეტი და არა ის ფასები, რაზეც ახლაა საუბარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა