logo
ENG



მოქალაქეების რეაქცია რუსული კანონის მხარდამჭერების მიმართ

29 მაი 202420:09
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატები საჯარო ადგილებში დისკომფორტის გარეშე ვერ გადაადგილდებიან. რუსული კანონისთვის ხმის მიმცემებს ყველგან მოქალაქეების პროტესტი ხვდებათ. ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელმაც გუშინ უკმაყოფილო მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა, დღეს იმავე მაღაზიაში დეზინფორმაციის საშუალება არ მისცეს და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს.   გაირკვა დეტალები, რას მოჰყვა გუშინდელი ინციდენტი. აღმოჩნდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ავტომობილში მჯდარმა კიდევ ერთმა დეპუტატმა აქციის მონაწილეს შეაგინა. კიდევ ერთი ფაქტი - გავრცელდა კადრები, როგორ უწოდებენ მონას და მანქანის სიგნალით რეაგირებენ მოქალაქეები ნინო წილოსანის დანახვაზე. ეს მაშინ მოხდა, როცა დეპუტატი ქუჩაში პროპაგანდისტულ არხს ინტერვიუს აძლევდა. 


close დახურვა