logo
ENG



მოქალაქეებმა ზარნაძეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს

09 აპრ 202509:53
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/09/sog3w06yjit96y6.png

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენელს, კოტე ზარნაძეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.

მას მოქალაქეები შეძახილებით დახვდნენ. ზარნაძეს ტერიტორიის დატოვება მოუწია.

"რომელი დამოუკიდებლობისთვის, ვინ იბრძვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად? ეს ადამიანები იბრძვიან? სად ჩანს, რომ ესენი მაგისთვის იბრძვიან? ეს ადამიანები დგანან იმ პოლიტიკური ძალების გვერდით, რომლებმაც რუსეთს ჩააბარეს თითქმის ყველაფერი ამ ქვეყანაში... ესენი არიან უზრდელები"- თქვა ზარნაძემ.


close დახურვა