საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩოქოვანი მოსახლეობას მოუწოდებს შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად არ მოდუნდნენ და წესების დაცვა გააგრძელონ.
ჩიქოვანის თქმით, ვირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა.
"ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდ-19 ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, შესაძლებლობა რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველყოთ მაქისმალური სიფრთხილე, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს კოვიდ-19", - განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ამუშავდა ღია ტიპის აგრარული ბაზრები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა და ონლაინ ვაჭრობა.