logo
ENG



მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, სავარაუდოდ, მოსკოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

08 თებ 202316:48
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, სავარაუდოდ, მოსკოვში გამართულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ორგანიზატორიც მოსკოვის სპორტის დეპარტამენტია. თავდაპირველად ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 

ფესტივალი "შეყვარებულები ფიგურულ სრიალში" 14 თებერვალს ცსკა-არენაზე გაიმართება. ЦСКА, იგივე არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის ჩამოყალიბებული.

მოციგურავე ანასტასია გუბანოვა 2021 წლიდან საქართველოს სახელით ასპარეზობს. 29 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე მან საქართველოს ისტორიული ოქრო მოუტანა.

ფესტივალის აფიშაზე აღნიშნულია, რომ მაყურებელი ღონისძიებაზე რუსეთისა და მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეებს იხილავს. სპორტსმენების ჩამონათვალს შორის არის ანასტასია გუბანოვაც.

ღონისძიებაში გუბანოვას მონაწილეობის შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა რუსული მედიაც


close დახურვა