logo
ENG



მოძალადე ოცნება - შაბათის ფორმულა

20 აპრ 202420:03
3 წუთის საკითხავი
 

დევნა, დასჯა და ფიზიკური ანგარიშსწორება ქუჩებში. პლასტმასის რობოკოპებით სავსე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ქართული ოცნების პირად დაცვად ქცეული ძალოვანი უწყების ყველა დანაყოფი. კადრებში, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებებმა გადაიღეს - ვნახეთ როგორ მისდევდნენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს მაშინ, როდესაც ხალხის მასა შემცირდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველას ვისაც მისწვდნენ. ხელკეტებით, წიწაკის სპრეით , წიხლებით - პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ იმ ღამით, ზვიად ხარაზიშვილის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ახალგაზრდებზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. 16-17 აპრილის რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილებიდან - 40 ადამიანი დააკავეს, თუმცა მათ აყვანას გატაცება უფრო ერქვა ვიდრე დაკავება.


close დახურვა