logo
ENG



მოძრაობა ლელო პარლამენტის შენობის პიკეტირებას არ უერთდება

25 ნოე 201922:32
3 წუთის საკითხავი
 
prshvroqc4ylvjq.png

„მოძრაობა “ლელო” პარლამენტის შენობის პიკეტირებას არ უერთდება,“ - ამის შესახებ განცხადება მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ ტვ “პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი განცხადებით, „ისინი“ პარლამენტის პიკეტირებას საუკეთესო მეთოდად არ მიიჩნევენ.

“ხელისუფლებამ დაიმსახურა ისტორიულ სანაგვეზე წასვლა – ეს არის შარლატანების ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს წაართვა მომავალი.  ამიტომაც “ლელო” დგას აქ ძალიან მყარად და უერთდება ამ პროტესტს, მაგრამ “ლელო” გააკეთებს ამას კონსტრუქციულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ქართული კანონის ფარგლებში. ჩვენ არ ვუერთდებით პიკეტს, არ მივიჩნევთ ამას საუკეთესო მეთოდად”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

 


close დახურვა