ბოლო 6 წელიწადში ტენდერის გარეშე სახელმწიფომ 8 მილიარდზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. მოძრაობაში „მომავლისთვის" აცხადებენ, რომ ტენდერების ჩატარების შემთხვევაში, ამ თანხის 10-15% დაიზოგებოდა.
მათივე ინფორმაციით, შესყიდვების 35-38% გამარტივებული ფორმით ხდება, ტენდერების 50%-ში კი მხოლოდ 1 კომპანია იღებს მონაწილეობას. ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეცვლას და დავების საბჭოს, ცალკე სტრუქტურად გამოყოფას მოითხოვს.