logo
ENG



მოძრაობა სირცხვილია პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალებისკენ მოუწოდებს და პეტიციას აქვეყნებს

12 აპრ 202419:46
3 წუთის საკითხავი
clock 368
2024/04/12/r5oix8lspx3ibk4.jpg

მოძრაობა სირცხვილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას აქვეყნებს.

"მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს: თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროევროპული კურსი და დასავლური ღირებულებები, უნდა უზრუნველყოთ, რომ 2023 წლის მარტის აქციების გამარჯვება გამარჯვებად დარჩეს, ლაზარე გათავისუფლდეს და მისი სახით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ბრძოლას კიდევ ერთი მძევალი არ შეეწიროს მსხვერპლად.

გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაეხმაროთ ქართულ საზოგადოებას ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებაში - შეიწყალეთ 1 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.  

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.


close დახურვა