logo
ENG



მოძრაობა სირცხვილია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირდება

30 აგვ 202423:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/31/i4x2cs6t352d6gz.jpg

მოძრაობა სირცხვილი უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრირდება. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

"კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია ან არ რეგისტრაცია, მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებული არის ხელისუფლების პროპაგანდაზე" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში. 

გარდა ამისა, მოძრაობის წევრები განმარტავენ, რომ ისინი ამ ფორმით შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. 

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. განხილვის ამ ეტაპზე სასამართლომ უნდა დაადგინოს სარჩელის დასაშვებობა და შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.

კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.

სასამართლოში ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული: საქართველოს პრეზიდენტის, 112 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის; 38 პარლამენტარის; ორი მედიასაშუალების. ყველა ეს სარჩელი გაერთიანდა და ერთ საქმედ განიხილება. 

29 აგვისტოს გაირკვა, რომ კანონის წინააღმდეგ მეხუთე სარჩელიც შევიდა, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას ეკუთვნის, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა. 

გარდა ამისა, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკუთარი შეხედულება სახალხო დამცველმა წარუდგინა. 

აღნიშნული სარჩელი მნიშვნელოვანია იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად უნდა განიხილოს სარჩელი კონსტიტცუიის 78-ე მუხლთან მიმართები. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად". 


close დახურვა