მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი თავისუფალია.
სირცხვილიას წევრ შოთა დიღმელაშვილს 4-დღიანი პატიმრობა 10 მარტს შეეფარდა. ის 8 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან კვერცხის სროლის გამო დააკავეს.
დიღმელაშვილმა ამ ფორმით 7 მარტს აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება გააპროტესტა.
პოლიციამ 7 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილების დაკავება მაშინ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი წასული იყო.
აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.