logo
ENG



მოძრაობა ქვეყნის სამსახურში შს სამინისტროსთან საპროტესტო წარწერებს ტოვებს

17 დეკ 201923:15
3 წუთის საკითხავი
 
ciez62dgc48mq2f.jpg

 

ორთაჭალაში, შს სამინისტროს შენობის წინ, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრები, საპროტესტო წარწერებს - „ამ ცხოვრების დედაც“- ტოვებენ.

როგორც მოძრაობის წევრი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, პოლიციამ უნდა იგრძნოს პროტესტი, რადგან სწორედ ამ წარწერის გამო მიიყვანეს 15 წლის მოზარდი ამ მდგომარეობამდე.

„პოლიციამ უნდა იგრძნოს პროტესტი. ამ წარწერის გამო მიიყვანეს ეს ბავშვი ამ მდგომარეობამდე. ეს სისტემა კლავს, აღარ დასრულდა ამ ქვეყანაში ბავშვების ხოცვა. ყველა ხელისუფლება ამას აკეთებს, დავიღალეთ. ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ, რომ მსგავსი არაფერი მოხდეს, ბოდიში ლუკას, რომ ვერ დავიცავით“, - აცხადებს მოძრაობის წევრი გიგა მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის, დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

 

 


close დახურვა