logo
ENG



მოძრაობა „შეცვალეს“ პოლიციამ აქციის გამართვაში ხელი შეუშალა

07 ივნ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები იკრიბებიან ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა და საარჩევნო ცვლილებები - ესაა მოთხოვნები, რომელსაც აქტივისტები დააყენებენ. ისინი ბიძინა ივანიშვილისგან პირობის შესრულებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

მათი თქმით, სამოქალაქო მოძრაობა თავიდანვე იბრძოდა, როცა ივანიშვილმა დაპირებები არ შეასრულა. ახლაც დგას საშიშროება, რომ იგივე განმეორდეს და 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდეს. აქტივისტების თქმით, დღევანდელი მთავარი მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

"გვსურდა, რომ ერთგვარი გამოფენა მოგვეწყო და გამოგვეტანა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები. ჩვენთვის დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა პატრულმა არ მოგვცა ამის საშუალება იმ მიზეზით, რომ შესაძლოა დაზიანდეს კერძო საკუთრება. ანუ ადამიანი გვეუბნება წინასწარ და გვიკრძალავს, რაც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისფულების შეზღუდვას", - აღნიშნავს ნიკა ფარულავა.


close დახურვა