მოხალისეების ინფორმაციით, მთაწმინდაზე ავსტრალიის დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ის ბოლოს 30 ივლისს ნახეს.
მეგობრის თქმით, ბოლოს, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკნენ, მას თავს ესხმოდნენ, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. მას პოლიცია და მოხალისეები ეძებდნენ.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში ცხედრის პოვნას ადასტურებენ, თუმცა, არ ამბობენ რომ ეს დაკარგული ახალგაზრდა ქალია.