logo
ENG



მრევლის გარეშე წირვა არ ჩატარდება - საპატრიარქოში შეხვედრა იმართება

31 მარ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს - განიხილება მომავალი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს დამატებითი აკრძალვების პირობებში ღვთისმსახურება.

ცოტა ხნის წინ საპატრიარქო დატოვა სასულიერო პირმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მუშაობს რეკომენდაციებზე - რა ფორმით შეიძლება დაემორჩილოს დაწესებულ შეზღუდვებს ეკლესია. 

„დღის ბოლოს ან ხვალისთვის გამოქვეყნდება რეკომენდაციები, როგორ უნდა შესრულდეს. მრევლის გარეშე არ ჩატარდება, მაგრამ განიხილება ვარიაციები, როგორ ჩატარდეს წირვა", - ამბობს სასულიერო პირი.

სასულიერო პირების განცხადებით, მათთვის წარმოუდგენელია წირვის მრევლის გარეშე ჩატარება - ისინი თანახმა არიან, რომ ხალხმა დაიცვას დისტანცია. 

„რაც ეკლესია არსებობს, მსგავსი არაფერი მომხდარა - რომ აღდგომის წინ წირვები არ ჩაეტარებინა ან მრევლისთვის მოეწოდებინა, ეკლესიაში არ მოხვიდეთო. მე ვერ ვუშვებ, რომ ხალხის გარეშე ჩავატარებთ მსახურებას", - ამბობს მამა შალვა კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო საქართველოში საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება - დღეიდან ამოქმედდება კომენდანტის საათიც და საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან გასვლა აიკრძალება.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 110 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.


close დახურვა