logo
ENG



მსახიობი გრიგოლ ჟორდანია: სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას

14 აპრ 202116:32
3 წუთის საკითხავი
clock 868
მსახიობი გრიგოლ ჟორდანია: სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას

რუსთაველის თეატრის მსახიობი, გრიგოლ ჟორდანია მის კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და გმობს ძალადობას. 

"მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს!!!", - წერს მსახიობი ფეისბუქის გვერდზე. 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც. 

ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები რუსთავი 2-ის ეთერში გაიხსენა. როგორც მან თქვა, ყოფილი ქმრისგან ძალადობის ამბავს ახლა ყვება იმიტომ, რომ აღარ ეშინია და უნდა, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს. 

რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს. 

ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამაც გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები". 


close დახურვა