logo
ENG



მსოფლიო ბანკის დირექტორი: მზად ვართ, ვაქცინის შემოტანაში დაგეხმაროთ

30 იან 202110:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/30/3oftgabldck4rp6.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის რეგიონუ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე თამარ გაბუნიამ მას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ Covid-19-ის გადაუდებელი დახმარების პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის, განსაკუთრებით კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების აღჭურვის მიმართულებით,  რაც მნიშვნელოვან წინაპირობაა როგორც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ისე პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით. 

თავის მხრივ, მოლინეუსმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა და თქვა, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, საქართველოს ვაქცინის შემოტანაში დაეხმაროს. 

"ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2. 5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ, საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ". - თქვა მან. 


close დახურვა