მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია.
დამატებით 100 მილიონი დოლარის მოსაზიდად კი მსოფლიო ბანკი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანამშრობლობს ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში კოვიდ-19ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში დასახმარებლად.
„სიამაყით გვსურს განვაცხადოთ 180 მლნ დოლარი პაკეტის გამოყოფის შესახებ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ ვირუსის წინააღმდეგ სამედიცინო ტექნიკის, აღჭურვილობის, ტეტსირების კომპლექტების დაფინანსებას. ვგეგმავთ მოწყვლადი პირების მხარდასაჭერად ფინანსების მოზიდვასაც", - აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.