logo
ENG



მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

03 აპრ 202010:03
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის ქვეყნებში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.  

კვლავ მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 760 ადამიანი დაიღუპა. 10 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ ესპანეთში. ამ მხრივ რთული ვითარებაა საფრანგეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით ვირუსმა მთლიანობაში 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ათასზე მეტია დაღუპული გერმანიაში.

თითქმის 600-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა დიდ ბრიტანეთში და 3 ათასს მიაღწია. საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა პორტუგალიამ. ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა ყირგიზეთში. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 124 ადამიანი შეიწირა კოვიდ-19-მა ირანში და დაღუპულთა რაოდენობამ 3 ათასს გადააჭარბა. შვიდამდე გაიზარდა მსხვერპლი სომხეთში. ათეულშია მეზობელი თურქეთი, სადაც დაღუპულია 356 და დაინფიცირებულია 18 ათასზე მეტი ადამიანი. 


close დახურვა