logo
ENG



მსოფლიო პატრიარქი: რუსეთი ეკლესიას სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად იყენებს

23 მარ 202308:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/23/p510u8qjnx5ww2m.jpg

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ბართლომ I-მა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან ერთად, პასუხისმგებელია უკრაინაში კონფლიქტზე. ამის შესახებ მან ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

"ეკლესია [რუსეთის] და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულებში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ შემდგომი დანაშაულებისთვის, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება", - თქვა მან.

მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ეკლესიას "საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად" იყენებს.

პატრიარქმა ბართლომემ მზადყოფნა გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ომის შემდომ "სულიერ აღორძინებაში".

"ჩვენი რელიგიათაშორისი დიალოგი კონცენტრირებული უნდა იყოს წინააღმდეგობის საშუალებებზე და მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობის შესაძლებლობის განეიტრალებაზე ახერხებდეს ერთიანობის დაშლას და თეოლოგიურად აკანონებდეს დანაშაულებრივ საქციელს", - თქვა პატრიარქმა ბართლომემ.


close დახურვა