მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია. ის საქართველოში ილია II-ის პატივის მისაგებად ჩამოვიდა.
მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.
ილია II-ს სამებიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით, 15:00 საათზე გამოასვენებენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
