ქართველმა ლეგენდარულმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ კარიერა დაასრულა. გორგოძის წასვლას არაერთი ცნობილი მორაგბე გამოეხმაურა.
გარდა ამისა, „გორგოძილას“ კარიერის დასრულებას სოციალურ ქსელში მსოფლიო რაგბიც ეხმაურება.
კერძოდ, მსოფლიო რაგბის სოციალური ქსელის გვერდზე ქართველი მორაგბე უიტნი ჰიუსტონის უკვდავის კომპოზიციის I WILL ALWAYS LOVE YOU-ის ფონზე გააცილეს.