logo
ENG



მსოფლიო რუქაზე კორონავირუსთან დაკავშირებით წითელი ნიშნულები მატულობს

05 მარ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო რუქაზე კორონავირუსთან დაკავშირებით წითელი ნიშნულები მატულობს. პირველი გარდაცვლილი დაფიქსირდა დღეს შვეიცარიაში. ამ წუთის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ასიათასამდე ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3200-ზე მეტია. 
ვაქცინაზე წამყვანი ქვეყნების ლაბორატორიები დღემდე მუშაობენ, ასევე ჯერ არ არსებობს პრეპარატი რომლითაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა შესაძლებელი. ექიმების თქმით, მეცნიერულად არ არის დადასტურებული, რომ ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე კვდება. მეტიც, ირანში სადაც ახლა ტემპერატურა 20 გრადუსამდე მერყეობს, ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ასევე უცნობია, ტოვებს თუ არა ვირუსი იმუნიტეტს, რადგან გამოჯანმრთელებული ადამიანების ნაწილს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა. 

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთში ვირუსი იკლებს, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში უფრო ძლიერდება. ლაივ რუკის მონაცემებით, ჩინეთში ამ დროისთვის 80 ათას 411 ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 3013 პაციენტი და 52 ათას 201 განიკურნა. იტალიაში დადასტურებულია 3 ათას 89 შემთხვევა, გარდაიცვალა 107 და განიკურნა 276 ადამიანი. ვირუსი ფართოდ გავრცელდა ირანშიც, უკვე დადასტურებულია 2922 შემთხვევა, აქედან 107 ადამიანი გარდაიცვალა და 276 განიკურნა. ვირუსს ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, უკვე დადასტურებულია 159 შემთხვევა, მათ შორის 11 გარდაიცვალა, 8 კი განიკურნა. კორიდ 19 სხვა კიდევ 84 ქვეყანაშია გავრცელებული. 


close დახურვა