logo
ENG



მსოფლიო საპატრიარქო ვირუსის გამო, ყველა რელიგიურ მსახურებას და წესების შესრულებას წყვეტს

19 მარ 202008:55
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო საპატრიარქო, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის გამო მარტის ბოლომდე ყველა რელიგიურ მსახურებას და წესების შესრულებას წყვეტს, - ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გავრცელდა.

განცხადების თანახმად, საპატრიარქო თვალყურს ადევნებს მდგომარეობას და ხაზს უსვამს იმ საჭირო ზომების შესრულების აუცილებლობას, რასაც შესაბამისი პასუხიმგებლობის მქონე ჯანდაცვის დარგის წარმომადგენლები ითხოვენ. მიღებული გადაწვეტილება არ შეეხება პირად ლოცვებს ეკლესიებში.

ტაძრები ამ პერიოდის განმავლობაში ღია იქნება. შეზღუდვები პანდემიის გავრცელების შესაბამისად გადაიხედება. მსოფლიო საპატრიარქო მოუწოდებს მოსახლეობას, შეზღუდონ ქუჩებში გამოსვლა, დარჩნენ სახლში, საკუთარი და სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის. 


close დახურვა