მსოფლიო საფონდო ბაზრებზე კორონავირუსის გამო კრიზისია. ლონდონისა და ნიუ–იორკის ბირჟები, 1987 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით დაიხურა.
ვაჭრობის მონაცემების თანახმად, ამერიკული ინდუსტრიული ინდექსი დოუ ჯონსი თითქმის 10 პროცენტით გაუფასურდა. ეს ინდექსის ყველაზე დიდი ვარდნაა ე.წ. შავ ორშაბათის შემდეგ. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვს სხვა ამერიკულ ინდექსების, ეს-ენდ-პი 500-სა და ნაზდაქს.
მკვეთრ ვარდნას საფონდო ბირჟის დამცავი მექანიზმის ამოქმედება მოჰყვა - ვაჭრობა 10 წუთის განმავლობაში შეწყდა, თუმცა განახლების შემდეგ ფასიანი ქაღალდების გაუფასურება გაგრძელდა. რეკორდული ვარდნა ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ბაზრებზეც დაფიქსირდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აქციებზე ფასების ვარდნაზე დონალდ ტრამპის ბრძანებამ იმოქმედა, რომელის მიხედვითაც შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის მოგზაურობა 30 დღით აიკრძალა.