logo
ENG



მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს აძლიერებენ

30 მარ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს აძლიერებენ, თუმცა ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი მაინც იზრდება.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში 34 ათასია, დაავადებულთა მაჩვენებელი კი 720 ათასს აჭარბებს. ქვეყნები პანდემიის პიკს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის საფრთხის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. პრეზიდენტმა, რომელიც ირწმუნებოდა რომ შეერთებული შტატები აღდგომის დღესასწაულამდე ბიზნესისთვის კვლავ ღია იქნებოდა, სოციალური დისტანციის ზომები 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ტრამპი დაღუპულთა მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ქვეყანაში მომდევნო ორ კვირაში ვარაუდობს.

ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში შიშობენ, რომ კრიტიკული სამედიცინო მარაგი ერთ კვირაში ამოეწურებათ. ადმინისტრაციის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა სი-ენ-ენის ეთერში განაცხადა, რომ სავსებით დასაშვებია შეერთებულ შტატებში ვირუსით 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპოს, თუმცა თეთრი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე ანტონი ფაუჩიმ იმავე პროგნოზის გამეორებისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება ბრიტანეთს, კორონავირუსით დაღუპულტა რიცხვი 1 200 აჭარბებს, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 ათასს აღწევს. ვირუსთან ბრძოლის მიზნით სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა 20 ათასამდე მედიკოსიც. მათ მადლობა ბორის ჯონსონმა მორიგ ვიდეო-მიმართვაში გადაუხადა.

ესპანეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 6 800-ს აჭარბებს. მსხვერპლის რაოდენობით მას მხოლოდ იტალია უსწრებს, სადაც გარდაცვლილთა მაჩვენებელი უკვე 11 ათასს უახლოვდება.


close დახურვა