სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. ვებგვერდის ინფორმაციით, ტესტ მატჩი 2020 წლის 18 ივლისს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.
სამხრეთ აფრიკა სულ სამ ტესტ მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნების გარდა, აფრიკელები ტესტ მატჩებში 4 და 11 ივლისს შოტლანდიას ეთამაშებიან.