მსოფლიოს ყველაზე ასაკოვან მარტორქად მიჩნეული ფაუსტა 57 წლის ასაკში ტანზანიაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფაუსტა პირველად 1965 წელს ნგორონგოროს ვულკანურ ყელთან შენიშნეს, როცა მხოლოდ სამი წლისა იყო. 54 წლის განმავლობაში ის კრატერის მიდამოებში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო სამი წელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ გაატარა. 2016 წლიდან მას მხედველობის პრობლემები აწუხებდა.
როგორც მისი მკურნალი ექიმი, დოქტორი მანონგი აცხადებს, ფაუსტამ ყველაზე დიდხანს იცოცხლა აქამდე არსებულ მარტორქებს შორის.
აღმოსავლური შავი მარტორქა, რომელ სახეობასაც ფაუსტა მიეკუთვნებოდა, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს მიეკუთვნება, თუმცა ბოლო დროს შეინიშნება მათი რაოდენობის მატება.