logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა

05 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ  60 ათასს გადააჭარბა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პანდემიის პიკისთვის ემზადებიან. ნიუ-იორკის გუბერნატორი ცენტრალური ხელისუფლებისგან  სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებას ითხოვს. სამხედროები ამზადებენ სივრცეებს ინფიცირებულების მისაღებად ახალ ორლეანშიც.  მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსმა უკვე 8 ათას 454 ადამიანი იმსხვერპლა. აქედან 3500 ზე მეტი ნიუ-იორკში დაიღუპა. 

მსხვერპლის რაოდენობა იზრდება ევროპულ ქვეყნებშიც. საფრანგეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 7 ათას 500-ს გადააჭარბა. საველე ჰოსპიტლებს ამზადებენ დიდ ბრიტანეთში.
რაც შეეხება იტალიას, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის ეპიცენტრი იყო ევროპაში, იქ ვითარება შედარებით დასტაბილურდა. კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთა რაოდენობამ კლება დაიწყო, ესპანეთის პრემიერი კი აცხადებს, რომ პანდემიის პიკი დასასრულს უახლოვდება.
ბრიტანეთში ჯერ შემთხვევების მატებას ელიან. დღეს ელისაბედ მეორე მოსახლეობას პანდემიასთან დაკავშირებით მიმართავს. ქვეყნის პრემიერი კვლავ მკურნალობის კურსს განაგრძობს. მისი საცოლე კი,  რომელიც ფეხმძიმედაა, თავს უკვე უკეთესად გრძნობს. 

close დახურვა