logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 92 ათასს გადააჭარბა

04 მარ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 92 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში იტალიაში დაღუპულთა რიცხვი 50 %-ით გაიზარდა და 79-ს მიაღწია. მეოთხე ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს საფრანგეთში. დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ჩილესა და არგენტინაში. ჩილეში ინფიცირებულია ექიმი, რომელიც სინგაპურში იმყოფებოდა, არგენტინაში კი დაავადება 43 წლის მამაკაცს დაუდგინეს, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში მოგზაურობდა.

რაც შეეხება ირანს, ბოლო მონაცემებით ვირუსის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა. პრევენციის მიზნით, ოფიციალურმა თეირანმა ციხეებიდან 54 ათასი პატიმრის დროებით გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო. დაავადების 516 ახალი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეაში, გარდაცვლილია 32 პაციენტი. 


close დახურვა