მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა დააფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას worldometers ავრცელებს.
განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 210 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 51 000-ზე მეტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 134 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 26 პაციენტი უკვე განიკურნა. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება.