მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 200 ათასს აჭარბებს.
ამ ფონზე ევროპის ქვეყნები მკაცრი ზომების შემსუბუქებას განაგრძობენ, დონალდ ტრამპი კი მედიის შეკითხვებს აღარ პასუხობს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაოს უბრუნდება - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ბორის ჯონსონი კაბინეტს უბრუნდება.
ექვსკვირიანი კარანტინის შემდეგ ესპანეთში ბავშვებს სახლების დატოვების უფლება მისცეს - მათ შეუძლიათ, სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ითამაშონ.
ტესტირების მკვეთრად გაზრდას გეგმავენ საფრანგეთში - ოფიციალური პარიზი ყოველკვირეულად ნახევარ მილიონამდე ადამიანის ტესტირებას აპირებენ.