მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. პირველი შემთხვევა დადასტურდა ვატიკანში, იტალიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს ფრანგ პარლამენტარს და საკანონმდებლო ორგანოს სასადილოს ორ თანამშრომელს. გარდაცვლილთა რიცხვი კი ქვეყანაში 9-მდე გაიზარდა.
ვირუსი დაუდგინეს ევროპული საბჭოს მეორე თანამშრომელსაც, რის გამოც ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა. პირველი მსხვერპლი მოყვა ვირუსს ნიდერლანდებსა და დიდი ბრიტანეთში, სერბეთში, სლოვაკეთსა და პერუში კი პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
ვირუსი დაუდასტურდა კომპანია „ბრიტანეთის ავიახაზების“ ორ თანამშრომელსაც. 124-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ირანში, სულ ინფიცირებულია 4 ათას 700-ზე მეტი ადამიანი. ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს შეერთებულ შტატებშიც.