logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება

27 აპრ 202011:00
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება. პანდემიის დაწყების დღიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 207 ათასს აღწევს.  

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 870 ათასზე მეტია. ევროპის ქვეყნებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. იტალიაში ბოლო 24 საათში 260 ადამიანი გარდაიცვალა. შემცირებულია ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობაც.

მსგავსი ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც კოვიდ-19-ის შედეგად დღის განმავლობაში 288 ადამიანი დაიღუპა, რაც დაახლოებით ერთი მეოთხედით ნაკლებია, ვიდრე წინა დღის მაჩვენებელი.

მარტის შემდეგ კოვიდ-19-ით გამოწვეული გარდაცვალების ყველაზე მცირე რიცხვი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც. ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 413 ადამიანი ემსხვერპლა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მოსახლეობას სოციალური დისტანციის ზომების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. დღეიდან მუშაობას შეუდგება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. 55 წლის ბორის ჯონსონი , რომელსაც კორონავირუსი მარტში დაუდგინდა, მძიმე სიმპტომების გამოვლენის გამო, მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.


close დახურვა